"დაკავებულები არიან მანდილოსნები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები..." - თეიმურაზ კუპატაძე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ნარკორეალიზატორებზე - Palitra News

"დაკავებულები არიან მანდილოსნები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები..." - თეიმურაზ კუპატაძე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ნარკორეალიზატორებზე

2023-03-30 11:57:21+04:00

თბილისსა და კახეთში სპეცოპერაციები ჩატარდა. საქმე, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორების დაკავებას ეხება. სამართალდამცველებმა ფონიჭალასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 10-ზე მეტი პირი დააკავეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კალანდაძის განცხადებით, სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.