იტალიური გამოცემის Foot mercato-ს ცნობით, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან კონტრატქს ახანგრძლივებს და ის თანახმაა იტალიაში დიდხანს დარჩეს.
Foot mercato- წერს, რომ ხვიჩასა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება მიღწეულია და ის კონტრაქტს 2028 წლამდე გააძანგრძლივებს, ასევე ცნობილია მისი ხელფასი, რომელიც აქამდე მილიონი ევრო იყო, განახლებული კონტრაქტის თანახმად კვარცხელია 2.5 მილიონს მიიღებს, ხოლო ბონუსების ჩათვლით წელიწადში მისი შემოსავალი 4 მილიონს გაუტოლდება. ამავე გამოცემის ცნობით, ეს ნაპოლისთვის საკმაოდ მაღალი ხელფასია და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კლუბში ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელს, ვიქტორ ოსიმენს წლიური ხელფასი ბონუსების ჩათვლით 5 მილიონი აქვს.
ამავე გამოცემის ცნობით იტალიელები არ აპირებენ, კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა ჩაწერონ, თუმცა ისინი კვარას ჰპირებიან, რომ 2024 წლიდან ისინი ღია იქნებიან ყველა სახის მოლაპარაკებისთვის. თუ რომელიმე გუნდი ამ ზაფხულშივე შეეცდება ქართველის გადაბირებას, მაშინ ნაპოლი სულ მცირე 100 მილიონს მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან ერთად წარმატებული სეზონი აქვს, ქართველ ფეხბურთელს ყველა საკლუბო ტურნირზე 30 შეხვედრაში 14 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მოუგროვდა, მან ასევე შეძლო და გამოიმუშავა 4 თერთმეტმეტრიანი.