ბორჯღალოსანი მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც შემოდგომაზე ორი ოპერაცია გაიკეთა (კოჭზე და მუხლზე) მოედანს უბრუნდება და პირველ ქართული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში ითამაშებს.
32 წლის მორაგბემ თითქმის მთელი კარიერა ‘მონპელიეში’ გაატარა და კლუბის მაისურით 200-ზე მეტი თამაში ჩაატარა, ის საფრანგეთში 2010 წელს გადაბარგდა და ამ დრომდე სწორედ იქ ასპარეზობდა. თუმცა ტრავმის მიღების შემდეგ კლუბს დაემშვიდობა და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა, ახლა კი სათამაშოდ მზადაა.
ნარიაშვილი ‘შავ ლომს’ პირველად სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გაყვება. 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრებში, მის ანგარიშზე 71 სანაკრებო კეპი (5-ჯერ კაპიტანი) და ორი ლელოა. ნარიაშვილმა ბორჯღალოსნებს 5 ჯერ უკაპიტნა, მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 2015 წლისა და 2019 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ ის შეძლებს და შევა ოპტიმალურ ფორმაში, დიდი ალბათობით 2023 წლის სექტმებრში საფრანგეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილავთ.