ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მე20 ტურის გადადებულ შეხვედრაში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ მანრესას უმასპინძლა და შეხვედრა ქართველის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 100:87 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრი ლენოვოელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 21 ქულა 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. შერმადინმა ზუსტად 8 დან 5 ორ ქულიანი და 11 დან 11 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 30ს გაუტოლდა და შეხვედრის MVP გახდა.
ტენერიფეს 24 მატჩიდან 18 მოგება აქვს და 36 ქულით მე-4 ადგილზეა მას რეალი ბარსელონა და ბასკონია უსწრებენ 4-4 ქულით. გიორგის გუნდი შემდეგ შეხვედრას 2 აპრილს ბარსელონას წინააღმდეგ გამართავს.