უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„მტერი ძირითად ძალისხმევას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე მიმართავს. ბელოგოროვკა, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ლიმანის მიმართულებით, რუსები წარუმატებელ შეტევას ახორციელებდნენ სტელმაჰოვკასა და ვიემკას რაიონებში.
„ბახმუტის მიმართულებით, მტერი აგრძელებს იერიშს ბახმუტზე. თავდასხმის ოპერაციების დროს, ჩვენმა ჯარისკაცებმა 28 შეტევა მოიგერიეს. მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ორეხოვო-ვასილიევკას მიდამოებშიც“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, ავდიივკასა და მარინსკის მიმართულებებით, რუსულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს დონეცკის ოლქის ნოვოკალინოვოს, სტეფნოეს, ავდიივკას, სევერნოეს, პერვომაისკოეს, მარინკას დასახლებების მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.