მიუხედავად იმისა,რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანები საწერ საშუალებად კომპიუტერის კლავიატურას ან სმარტფონის სენსორულ ეკრანს იყენებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რა დატვირთვა აქვს კალამს, როგორ მოხდა მისი ევოლუცია, რომ მიეღო ის სახე რა სახითაც დღეს მოვიხმართ. თავდაპირველად საწერ საშუალებად მელანსა და ბუმბულს იყენებდნე, დროთა განმავლობაში მელანი ჩაანაცვლა ბურთულიანმა კალამმა.
დაახლოებით 1800-1850 წლებში საბოლოოდ გამოიგონეს პირველი ლითონის კალამი. ბატის ბუმბულის სათლელი დანები წარსულს ჩაბარდა. ახალი საწერი აპარატის მუშაობის პრინციპი იგივე იყო. დროთა განმავლობაში, ხის ჯოხი შეიცვალა ფოლადით. ახალი კალმის გამოყენება უფრო ადვილი და მოსახერხებელი აღმოჩნდა, მაგრამ მელნით შეღებილი ხელები კვლავაც სამწუხარო რეალობა იყო ყველა წიგნიერი ადამიანისათვის.
თანამედროვე ბურთულიანი კალამი 1938 წელს უნგრელმა ჟურნალისტმა ლასცლო ბირომ გამოიგონა. 1930-იან წლებში იგი გაზეთის რედაქტორად მუშაობდა. ბირო შეწუხებული იყო მელნიანი კალმების შვსებით და მელან დაწვეთებული გვერდების გადაწერაში ფუჭად დაკარგული დროის გამო. ამასთანავე ამ კალმის წვეტი ქაღალდსაც ხშირად ხევდა. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შეექმნა ახალი კალამი, რომელიც უფრო მარტივი გამოსაყენებელი იქნებოდა. ამისთვის ბირომ, მისი ქიმიკოსი ძმის დახმარებით კალმის სახეობის ახალი დიზაინი შექმნა. ძმებმა კალმის თავი აღჭურვეს მცირე ზომის ბურთულაკით, რომელიც მოძრაობდა. როგორც კი კალამი მოძრაობას იწყებდა ბურთულაკი ბრუნავდა, მელანი ქაღალდს ედებოდა და წერა უფრო მარტივად იყო შესაძლებელი.
დროსთან ერთად უფრო განვითარდა და დღეს არამარტო ერთი სახის სხვადასხვა ფორმის, ფერის და დიზაინის კალამი არსებობს ,არამედ არჩევანიც უფრო მრავალფეროვანია. ის ბევრი ჩვენგანისთვის მხოლოდ საკანცელარიო ნივთია, თუმცა აღსანისნავია ისიც,რომ კალამი მდიდრული ცხოვრენის განუყოფელ ატრიბუტად იქცა, სწორედ აქედან გაჩნდა კალმები, რომლის ღირებულებაც მილიონ დოლარსაც კი აღემატება. მსგავსი ღირებულების ერთ-ერთი კალამია Fulgor Nocturnus Tibaldi, რომლის ღირებულებაც 9 მილიონი ამერიკული დოლარია. კორპუსი დამზადებულია 18 კარატიანი ოქროსგან, მოოქროვილი პლატინით, განლაგებულია უიშვიათესი შავი ბრილიანტით. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე უცნობია თუ ვის ეკუთვნის ეს კალამი და სად არის ის შენახული.
მიუხედავად იმისა,რომ ციფრული ტექნოლოგიებმა განვითარების მწვერვალს მიაღწია და უმეტეს წილად მასზე გავხდით დამოკიდებულები, კალამი მაინც ჩვენნი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ითვლება.