ფილიპინების სამხრეთ პროვინცია ბასილანთან სამგზავრო ბორანს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა.
Reuters-ის ინფორმაციით, დაშავებულია 9 ადამიანი. მაშველებმა 230 მგზავრის გადარჩენა შეძლეს. ადგილობრივმა სანაპირო დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიებას დახმარებას გაუწევენ. ასევე შეამოწმებენ, გახდა თუ არა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი საწვავის ავზის დაზიანება.
Reuters-ი წერს, რომ ფილიპინებში საზღვაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ცუდი მდგომარეობაა. გემები ხშირად გადატვირთული არიან და უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის.