თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთს ეწვიოს. თურქულ ტელეარხთან ინტერვიუში ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინი, შესაძლოა, თურქეთში ატომური ელექტროსადგურის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდეს.
უკრაინული მედია წერს, რომ თურქეთს რომის წესდების რატიფიცირება არ მოუხდენია და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღიარებს. შესაბამისად, თურქ სამართალდამცავებს არ მოეთხოვებათ პუტინის დაკავება მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ, 2023 წლის 17 მარტს მისი დაკავების ორდერი გასცა.