უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ „დემოკრატიის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა ომი აუცილებლად უნდა წააგოს და მსოფლიო არ უნდა ფიქრობდეს მისი სახის გადარჩენაზე.
ზელენსკის თქმით, დემოკრატიას გამარჯვება წელსვე სჭირდება და არა დროთა განმავლობაში.