„მარტინ იდენი“ ამერიკელი მწერლის ჯეკ ლონდონის რომანია, რომელიც თავდაპირველად ჟურნალ „Pacific Monthly-ში“ 1908 წლის სექტემბრიდან 1909 წლის სექტემბრამდე ქვეყნდებოდა. 1909 წელს კი გამომცემლობა „Macmillan-ის“ მიერ ერთ წიგნად გამოიცა.
წიგნში მოქმედებები მე-20 საუკუნის დასაწყისში, ოკლენდში ვითარდება და მოგვითხრობს ახალგაზრდა ყოფილი მეზღვაურის, მუშათა კლასის წარმომადგენლის , მარტინ იდენის ამბავს, რომელიც ცდილობს გაჭირვებიდან თავის დაღწევას თვითგანათლების გზით. მას იმედი აქვს, რომ დაიმკვიდრებს თავის ადგილს ელიტაში. მისი მთავარი მოტივია არისტოკრატი ქალწულის გულის მოგება.
მარტინი დაუღალავი შრომის შედეგად ახერხებს არისტოკრატებთან ცოდნით გატოლებას. ხელს მიჰყოფს მწერლობას. იგი ღამეებს ათენებს და წიგნების კითხვის საშუალებით ცდილობს, რომ საკუთარი შემოქმედებითი უნარი კიდევ უფრო დახვეწოს, მსოფლმხედვლობა განივითაროს და თავის შემოქმედებაში წარმოაჩინოს. პროცესს თან ახლავს უკიდურესი სიდუხჭირე. ერთხელაც იდენი ნამუშევრების რედაქციებში გადაგზავნას იწყებს , იმ იმედით , რომ მის ნაწერებს ფართო საზოგადოებას გააცნობს. თუმცა ორი წარუმატებელი წლის განმავლობაში, როდესაც მის ნაშრომებს არ აქვეყნებენ, საკმაოდ ბევრი რამ იცვლება მარტინის აზროვნებაში. ის ხედავს ადამიანებს, რომელთაც მისი საუბრები ბოდვად, ხოლო მისი ნაწერები დაბალი დონის ნაშრომებად მიაჩნიათ. საკმაოდ დიდი ბზარი ჩნდება მას და სხვა ადამიანებს შორის.
მარტინ იდენი სიცოცხლით ტკბობის სურვილს ჰკარგავს. სწორედ ამ დროს მოდის წარმატება. ნელ-ნელა იწყებენ მისი ნაშრომების ბეჭდვას სხვადასხვა გამომცემლობები. წიგნის მთავარი გმირი ნელ-ნელა ეზიარება მისთვის სანუკვარ დიდებას , მას იწვევენ დიდებულ სადილებზე, მაღალ წრეებში შეხვედრებზე , მაგრამ ბრბოს ფსიქოლოგიას ჩამწვდარ მარტინს ეს ყველაფერი უკვე გულს ურევს და ცხოვრებით იმედგაცრუებული სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
ჯეკ ლონდონი 1876 წელს სან-ფრანცისკოში დაიბადა. დედა, ფლორა უელმანი, შეძლებული ამერიკელის შვილი იყო, მამა - მოხეტიალე ირლანდიელი, "ასტროლოგიის პროფესორი" ჩანი. მამამ ჯეკი დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში, როდესაც ის წამოიზარდა არ უცვნია შვილად. ჯეკი აღზარდა დაქვრივებულმა ჯონ ლონდონმა, როცა ჯეკის დედა შეირთო ცოლად. პატარა ჯეკი დაწყებით კლასში რომ დადიოდა, თან გაზეთებს ყიდდა მეცადინეობის დაწყებამდე და სკოლის შემდეგ. ბევრს კითხულობდა, მაგრამ მხოლოდ ბიბლიოთეკაში, რადგან წიგნების შეძენა არ შეეძლო. მწერალმა თავისი პირველი მოთხრობა სან-ფრანცისკოს გაზეთ "კოლის" მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის დაწერა , სახელწოდებით "ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან", რომელმაც პირველი ჯილდო მოუტანა, რამაც ავტორი დიდად წაახალისა.ავტორმა ჯამში 24 მდე რომანის დაწერა მოახერხა , საიდან 20 მის სიცოცხლეშივე , ხოლო 4 მისი გარდაცვალების შემდგომ გამოიცა.
ჯეკ ლონდონმა „მარტინ იდენი“ 33 წლის ასაკში დაწერა , ამ დროს მას უკვე ჰქონდა მოპოვებული საერთაშორისო აღიარება „წინაპართა ძახილის“, „ზღვის მგელის“ და „თეთრი ეშვის“ წყალობით. მიუხედავად აღიარებისა, ცხოვრებით იმედგაცრუებულმა მწერალმა, გადაწყვიტა საკუთარი შექმნილი კეჩით ემოგზაურა ოკეანეში . სწორედ ამ ორწლიანმა მოგზაურობამ, როდესაც ის ებრძოდა დაღლილობას და ნაწლავების დაავადებას, შთააგონა ჯეკი , რომ დაეწერა „მარტინ იდენი“, სადაც მან ჩააქსოვა მისი იმედგაცრუებები და ცხოვრებისეული გამოცდილება. ცნობილია , რომ რუთ მორზის პერსონაჟის შექმნისას შთაგონების წყარო იყო ავტორის პირველი შეყვარებული, მეიბლ ეფლგარტი , ხოლო ბრისენდენის პერსონაჟი შექმნა მისი მეგობრის, ჯორჯ სტერლინგის მიხედვით.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა "პალიტრა ელის" მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და "პალიტრა ელის" ვებგვერდზე palitral.ge