აჭარაში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები გრძელდება. ხულოში გამართულ კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს. დღესვე პარტიული კონფერენციები შუახევსა და ქედაში გაიმართება.