ტელეკომპანია პოსტივის დირექტორ შალვა რამიშვილს რამოდენიმე ახალგაზრდა ქალბატონი სექსუალური სახის შევიწროვებაში ადანაშაულებს, ოპოზიციური პარტიები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყებას სთხოვენ და ხელისუფლებას რამიშვილის დაცვაში ადანაშაულებენ. ქართული ოცნების თავმჯდომარე ბრალდებებს პასუხობს და ამბობს რომ შალვა რამიშვილზე მიზანმიმართული პოლიტიკური შეტევა მიმდინარეობს.