მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ტელეკომპანია POS TV-ის ერთ-ერთ მეწილესა და წამყვანზე, შალვა რამიშვილზე პოლიტიკური შეტევაა. ასე შეაფასა მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს სექსუალურ შევიწროებაზე ტელეწამყვანის წინააღმდეგ რამდენიმე ქალის გაჟღერებული ბრალდების მიზანი.