რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო ნორმალიზაცია ხალხის ინტერესებს შეესატყვისება. მან საქართველოში მარტის საპროტესტო გამოსვლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დასავლეთი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისადმი აქტიური მხარდაჭერა მოსთხოვოს და რუსეთთან კავშირები გააწყვეტინოს