მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმებას ვადა დღეს ეწურება. უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნით, კიევ-პეჩერის ლავრა ბერებმა უნდა დატოვონ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს ეფუძნება, რომლითაც დგინდება, რომ მონასტერმა სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები დაარღვია.
ლავრაში 30 მარტიდან მუშაობა ქონების კომისიამ უნდა დაიწყოს. საკითხთან დაკავშირებით, კიევ-პეჩერის ლავრაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ასობით მორწმუნე შეიკრიბა, ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს.
უკრაინის კულტურის მინისტრის, ალექსანდრე ტკაჩენკოს განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტირების დასრულების შემდეგ ბერები კიევის ლავრაში დარჩენას გარკვეული პირობებით შეძლებენ.