ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია. აგრესორი ქვეყანა ომის კანონების იგნორირებას აგრძელებს და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის ტაქტიკას იყენებს.
უკრაინის გენშტაბის განცხადებითვე, გასული დღის განმავლობაში მტერმა ჯარების პოზიციებსა და დასახლებული ტერიტორიების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 18 საჰაერო, 3 სარაკეტო, ზალპური სისტემებიდან კი 50 შეტევა განახორციელა.
გენშტაბის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მტერს კვლავ დიდი დანაკარგები აქვს და უკრაინის თავდაცვის ძალები მისი ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს აგრძელებს.