ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და 12 რეკომენდაციის შესრულების ტემპი - ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტიტი საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად მსჯელობს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ევროპელ პარტნიორებს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მმართველი პარტიის თქმით კი საუბარი ევროინტეგრაციის პროცესის ინკლუზიურობას შეეხო.