720 არალეგალური საიტი ცდილობს საქართველოს ბაზარზე შემოსვლას - ამის შესახებ სათამასო ბიზნესის ასოციაციაში ამბობენ. 2022 წლის განმავლობაში აზარტული თამაშების სექტორმა სახელმწიფო ბიუჯეტში რეკორდული მოცულობის თანხა, 739 მილიონი ლარი გადაიხადა. აზარტული თამაშების კომპანიებისგან მიღებული გადასახადების ზრდა 2022 წლის 1-ელი მარტიდან დაბეგვრის სისტემის ცვლილებას უკავშირდება. კერძოდ ბიზნესს უწევს მოგების გადასახადის სახით მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 100% გადაიხადონ.
ამ ცვლილების შედეგად, გასულ წელს სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს რადიკალურად შეიცვალა აზარტული თამაშების რეგულირებისა პირობები და 25 წლამდე პირებს თამაში აეკრძალათ, ასევე აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "სათამაშო ბიზნესის ასოციაციის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი