კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია ტრილიონ 180 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც 24 საათში თითქმის 3.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბიტკოინის ფასმა 28,000-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, რაც წლის მაქსიმუმია. ერთ დღეში ბიტკოინი თითქმის 4%-ითაა გაძვირებული. კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 543 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოაქტივს, ეთერიუმის ფასი 1,800 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მისი კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 220 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთ დღეში ეთერიუმის ფასი 5%-ითაა გაზრდილი.