საქართველოდან მსუბუქი მანქანების რეექსპორტი 10-წლიან მაქსიმუმზეა, როგორც რაოდენობრივ, ასევე თანხობრივ ჭრილშიც. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან თითქმის 237 მლნ აშშ დოლარის 13 501 ავტომობილი გადაიყიდა. მონაცემები აღემატება როგორც პანდემიამდელ 2019 წელს, ასევე, მეტია ყველა მონაცემზეც, რომელიც საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე იძებნება.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც საქართვეკოდან ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა, პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდის ყაზახეთი, ხოლო მესამე ადგილზე სომხეთია. ჩამონათვალშია ასევე რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები