TBC Capital-ის მიმოხილვის თანახმად, თბილისში, თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასაქირავებელი ბინის ფასი 125%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ს საშუალო ღირებულება 13 დოლარი იყო. თებერვალში წლიურად 30%-ით გაიზარდა ბინის გასაყიდი ფასი და კვ.მ-ზე საშუალოდ 1 136 დოლარი შეადგინა.
გაყიდული ბინების რაოდენობამ იანვრის მაჩვენებელს 19%-ით გადააჭარბა, ხოლო წლიურ ჭრილში ზრდა 12% იყო. თებერვალში თბილისში ჯამში 746 ახალი ბინა გაიყიდა. gაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით თბილისის უბნებს შორის დიდი დიღომი ლიდერობდა.
რაც შეეხება ფასებს, TBC Capital-ის მონაცემებით, მთაწმინდასა და ვაკეში კვლავ ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასები დაფიქსირდა, 1800 დოლარი კვადრატულ მეტრზე