იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს. 47 წლის მამაკაცი ცოლზე თავდასხმის შემდეგ ავტომობილით მიმალვას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. თავდამსხმელი ასევე საქართველოს მოქალაქეა. ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში რჩება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.