რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორასამდე ექიმი პროტესტს აგრძელებს. ისინი კლინიკის რეაბილიტაციას ისე ითხოვენ, რომ პარალელურად მუშაობა შეძლონ. ექიმებმა პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაც მოითხოვეს. ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს დაპირდა, რომ მათ მომდევნო კვირაში შეხვდება და საავადმყოფოსთან დაკავშირებით არსებულ გეგმას დეტალურად გააცნობს.