საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. გადაწყვეტილებას საფრანგეთის ეროვნული კრების წევრთა უმრავლესობამ - 168 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი მხოლოდ ორი დეპუტატი აღმოჩნდა.
მიღებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში, ხელოვნური მიზეზით გამოწვეულ შიმშილს, უკრაინაში განსაკუთრებული მასშტაბები ჰქონდა.
საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთის წარსული და დღევანდელი დანაშაულებების მხილებაში საფრანგეთს მნისვნელოვანი როლი აკისრია.