თურქეთის სამი ოპოზიციური პარტია რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ გაერთიანდა. ოპოზიციის წარმომადგენლები, რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ. მათი განცხადებით, ერდოღანი ქვეყნის პრეზიდენტად უკვე ორჯერ იყო არჩეული და მას მესამედ კენჭისყრის უფლება არ გააჩნია. მათივე თქმით, ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ თურქეთის პარლამენტი რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავდა.
თურქეთის მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, ერდოღანის არჩევნებში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს.