ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ესოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.
ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ თუ აშშ უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, უკრაინა ვერ გაიმარჯვებს და ამას თავად ამერიკა კარგად აცნობიერებს. მისივე თქმით, ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლის წაგების შემთხვევაში, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისგან, ისე ქვეყნის შიგნითაც მასზე ზეწოლა გაიზრდება პუტინი კი ამ გამარჯვებას დასავლეთს, საკუთარ საზოგადოებას, ჩინეთსა და ირანს მიჰყიდის.
ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა, აღნიშნა რომ მასთან საუბარი სურს და ჩინეთის პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია.