თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრები რამდენიმე ქალის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაში შალვა რამიშვილის დადანაშაულებას ეხმაურებიან. მათი თქმით ხელისუფლების წარმომადგენლები მათ შორის თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ცდილობს დაიცვას "პოსტივის" დირექტორი და თავს არიდებს პასუხისმგებლობას. აღნიშნულ განცხადებას საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილიც გამოეხმაურა.