ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტიტმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები დაიწყო. ევროპელი პარტნიორები დილიდან ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდებიან და მათგან ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებას ისმენენ.
განხილვის მთავარი თემა ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და 12 რეკომენდაციის შესრულებაა. დღის ბოლოს, ევროპელ სტუმრებს საკუთარ შეხედულებებს ფრაქცია "ქართული ოცნებაც "გაუზიარებს.