მოზარდები, რომლებსაც გუშინ ფონიჭალაში მანქანა დაეჯახა, ამ დრომდე კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ნეიროქირურგ ბესო წივწივაძის თქმით, 12 წლის ბიჭმა ქალატვინისა და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება 15 წლის გოგოს, ექიმის თქმით, მას სხეულის სერიოზული დაზიანება და თავის ქალის სკალპირებული ჭრილობა აღენიშნება. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მოზარდი ამბულატორიულ მკურნალობას გააგრძელებს.