რობერტ კენედის სახელობის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის პრეზიდენტი, უფლებადამცველი და მწერალი კერი კენედი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადებას კიდევ ერთხელ ავრცელებს.
"ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო - საქართველოს მთავრობამ ახლავე უნდა მიიღოს ზომები მისი სიცოცხლის დასაცავად," - წერს კერი კენედი Twitter-ზე.