ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში ქართველ სანდრო ბაზაძეს 253 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, უნგრელ არონ სილაგის 23 ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბაზაძემ ბუდაბეშტის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სანდრო სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, არონ სილაგის (უნგრეთი) 14:10-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებებით 14:15 დამარცხდა.