დღეს სასამართლო ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ექთნის საქმის არსებითი განხილვას იწყებს. საუბარია თეა ბეგიაშვილზე, რომელსაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებაში ადანაშაულებენ.
საქმე ეხება 2 წლის წინ კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილ 20 წლის ფეხბურთელს. ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ ახალგაზარდის სიკვდილი ნარკოტიკის ზედმეტმა დოზამ გამოიწვია.