ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა. დაშავებული ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.