ფონიჭალაში, სკვერში ბავშვებს მანქანა დაეჯახა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - Palitra News

ფონიჭალაში, სკვერში ბავშვებს მანქანა დაეჯახა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

2023-03-29 09:26:56+04:00

ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა. დაშავებული ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.