აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეშფოთებულია რუსეთის გეგმის გამი, რომელიც მეზობელ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ითვალისწინებს.
„მათ ეს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუ რამე არ მომხდარა, სანამ მე ვერტმფრენში ვიჯექი. რა თქმა უნდა, ამის გამო შეშფოთებული ვარ. რაზე გელაპარაკებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში? ეს სახიფათო საუბარია და შემაშფოთებელია“, - განაცხადა ბაიდენმა.
შაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მინსკი და მოსკოვი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, რუსეთი ივლისის დასაწყისამდე დაასრულებს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას.