მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადება, რომელშიც სახალხო დამცველს მიმართავს და სამედიცინო კონსილიუმის წევრებთან შეხვედრის ხელშეწყობას სთხოვს, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების საგანი გახდა.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ხელისფულებას ექსპრეზიდენტის მიმართ სპეცოპერაცია აქვს დაწყებული და მმართველი პარტია ცდილობს რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დააბრალოს. ოპოზიცია კვლავ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებენ, რომ მოვლენები ისე უნდა წარიმართოს რომ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ არსებობდეს.