თბილისში მყოფი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს გამართავენ. ისინი როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. მთავარი განსახილველი თემა 12-ი რეკომენდაციის შესრულების პროცესი და ქვეყანაში არსებული ვითარება იქნება.საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.