აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება 24 საათში შეუძლია. მისი თქმით, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებს, ძალიან მარტივად შეძლებს პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებს, რაც ომს დაასრულებს. ტრამპის განცხადებით, არ გაამხელს, თუ რა სახის მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, რადგან გახმაურების შემთხვევაში გეგმა ვერ განხორციელდება.