უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების მორიგი სახმედრო აღჭურვილობა ჩავიდა. ქვეყანამ პორტუგალიისგან „ლეოპარდის“ სამი საბრძოლო ტანკი მიიღო. პორტუგალიის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტანკებმა უკვე გადაკვეთეს საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან. უკრაინამ გუშინ გერმანიისგან „ლეოპარდ 2“ ტიპის 18 ტანკი, გაერთიანებული სამეფოსგან კი - „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები მიიღო. ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში ორ დროებით სოფელს ააშენებენ, რათა საცხოვრებელი ფართები იმ ადამიანებისთვის უზრუნველყონ, რომლებიც იძულებულები გახდნენ თავიანთი სახლები რუსეთის შეჭრის გამო დაეტოვებინათ. სოფლები, რომლებსაც ლვოვსა და პოლტავაში ააშენებენ, საცხოვრებელი სახლებით 700-ზე მეტ უკრაინელს უზრუნველყოფს.