მექსიკის მთავრობის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, მექსიკაში, სიუდად-ხუარესში მიგრანტების დაკავების ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, 29 ადამიანი, სხვადასხვა დაზიანებებით, საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა აშშ-ის საზღვართან მოხდა და დაწესებულებაში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ში ჩასვლის მცდელობისას დააკავეს. მექსიკური მედიის ინფორმაციით, ხანძარი იმ ადამიანებმა გამოიწვიეს, რომლებმაც დაკავება ცეცხლის გაჩენით გააპროტესტეს.