ბათუმში „ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 29 და 30 მარტს პარტიული კონფერენციები ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში გაიმართება. მათივე ცნობით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73-ტ პარტიულ კონფერენციას გამართავს.