დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას გამართავს, ჩვენი გუნდი ნორვეგიას უმასპინძლებს, შეხვედრა ბათუმში გაიმართება. მატჩის დასასწრები ყველა ბილეთი დაახლოებით ათ საათში გაიყიდა. მატჩის დაწყებამდე ქართველმა გულშემატკივარმა ბათუმში შარტავას ქუჩაზე მსვლელობა მოაწყო, სადაც საქართველოს ნაკრების ავტობუს შესანიშნავი დახვედრა მოუწო.