იტალიის ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველი ქალი ყელის არეში დაჭრეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს სამართალდამცავები ეძებენ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტია.