„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, დღეს არანაირი საშიშროება არ არის იმისა, რომ პურის ფასმა შეიძლება მოიმატოს.
როგორც მან აღნიშნა, ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, 10-15 ლარით ნაკლებია.
მისივე თქმით, საქართველოს წელიწადში 800 000 ტონა ფქვილი სჭირდება, თუმცა ქვეყანა ამ რაოდენობის პროდუქტს თავად ვერ აწარმოებს.