მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიის ერთერთი ოპოზიციური პარტიის მიერ გადაცემული ჯილდო კვლავ განხილვის მთავარი საკითხია. მმართველი გუნდისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისთვის მსგავსი ტიტულის გადაცემა სააკაშვილისთვის დაცინვაა, ოპოზიციის ნაწილისთვის კი დაცინვა ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მმართველობაა. დაჯილდოების განხილვის ფონზე, ექსპრეზიდენტის დედის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.