ოპოზიციური პარტიები ჟურნალისტ თათია სამხარაძის გარშემო მიმდინარე პროცესებს ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლად აფასებენ და განმარტავენ, რომ "ქართული ოცნება" პარტიის მთავარ პროპაგანდისტს შალვა რამიშვილს ხელს აფარებს და მოძალადის დაცვას ცდილობს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ ბრალდებებს შესაძლოა პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს.