ცნობილი ხდება, რომ კინოკომპანიამ „პარამაუნთ“ ოფიციალურად შეიძინა უფლება ალფრედ ჰიჩკოკის ლეგენდარული ფილმის „ვერტიგოს“ რიმეიკის გადასაღებად. ცნობილია ისიც, რომ ახალ ფილმში მთავარ როლს 57 წლის
რობერტ დაუნი უმცროსი შეასრულებს, ხოლო მისი მეუღლე, სიუზანი ფილმის პროდიუსერი იქნება.
„ვერტიგო“ ყველა დროის საუკეთესო საშინელებათა ფილმების სიას ლიდერობს. ფილმი დეტექტივის შესახებ გვიყვება, რომელიც სიმაღლის ფობიით არის შეპყრობილი. მას ყოფილი კოლეგა ცოლის თვალთვალს სთხოვს, რომელსაც თვითმკვლელობისკენ აქვს მიდრეკილება. 1989 წელს ფილმი ამერიკული ფილმების რეესტრში შეიტანეს.