ქეთი მოწონელიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებლის მოსწავლე იტალიაში კონკურსის გამარჯვებული გახდა:
„ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლე, ნიკოლოზ ფოცხიშვილი, რომელმაც იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO-ს სახელობის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე ასახელა ჩვენი სასწავლებელი! კლასიკურ ვარიაციაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა!
ვულოცავთ ნიკას და მის პედაგოგს ვიქტორია კუზნეცოვას ამ დიდ წარმატებას!..“