სელენა გომესსა და ჰეილი ბიბერზე, უფრო კონკრეტულად კი, მათ ურთიერთობაზე ჯასტინ ბიბერთან, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საუბარი არ შეწყვეტილა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი ვარსკვლავების ფანებს შორის გაჩაღებული ომი კიდევ უფრო გამწვავდა ინტერნეტში. საზოგადოების დიდი ნაწილი ჰეილისადმი უარყოფითად განეწყო, რადგან უამრავი ადამიანი ფიქრობდა, რომ მოდელი ცნობილ მეგობრებთან ერთად სელენას გარეგნობასა და წონას დასცინოდა. შედეგად ჰეილი ნეგატიური კომენტარების სამიზნედ თავად იქცა და საბოლოოდ, მოდელმა დახმარება ისევ სელენა გომესს სთხოვა, რომელმაც 400 მილიონზე მეტ გამომწერს ინსტაგრამ სთორის საშუალებით მოუწოდა, რომ სიძულვილსა და ბულინგს არავინ იმსახურებს.
"მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სიკეთეს და მართლა მსურს, ეს ყველაფერი შეწყდეს," — სთხოვა ფანებს სელენამ.
"ბოლო რამდენიმე კვირა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ამბავს უკავშირდება, ძალიან რთული იყო, მილიონობით ადამიანი ინტერნეტში ძალიან დიდი დოზით სიძულვილს ხედავს, რაც ძალიან საზიანოა. სოციალური მედია მშვენიერი საშუალებაა ერთმანეთთან დასაკავშირებლად, თუმცა მსგავს მომენტებს მხოლოდ განხეთქილება მოაქვს ადამიანების ერთმანეთთან დაახლოების ნაცვლად."
ამის შემდეგ სელენამ და ჰეილიმ ინსტაგრამზე ერთმანეთიც გამოიწერეს და ფანებს კიდევ ერთხელ უჩვენეს, რომ ერთმანეთს არ ემტერებიან და ინტერნეტში გაჩაღებული ომიც დროა, დასრულდეს.