Vanity fair-ის გარეკანზე დიდებული ჟიზელ ბუნდჰენი კვლავ უბადლოდ გამოიყურება, "სიყვარულის ჯადოქარი", საუბრობს ყველაფერზე.
სუპერმოდელმა, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავთან, ტომ ბრედისთან განქორწინებაზე ილაპარაკა. სადაც ბუნდჰენი ამბობს, რომ მას და ბრედის დროის გასვლის შემდეგ განსხვავებული ინტერესები ჰქონდათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი არ უყვარდათ.
"მომისმინეთ, მას ყოველთვის ვგულშემატკივრობდი და სამუდამოდ ასე გავაგრძელებ. თუ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც მინდა ყველაზე ბედნიერი იყოს, ეს ის [ტომ ბრედი] არის, დამიჯერეთ. მსურს მიაღწიოს და დაიპყროს. მისი ყველა ოცნება განხორციელდეს. ეს არის, რაც მისთვის მინდა, მთელი გულით ტომს რომ შევხვდი, 26 წლის ვიყავი და ძალიან მინდოდა ოჯახის შექმნა.ერთად რაღაცების კეთება გვინდოდა. თუმცა, რაც დრო გავიდა, მივხვდით, რომ სხვადასხვა ინტერესი გვქონდა და არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისეთი ცხოვრების ქონისთვის, როგორიც შენ ნამდვილად გინდა, ისეთი ადამიანი უნდა გყავდეს, რომელსაც ემთხვევი, არა? ეს ცეკვაა. ბალანსია". ყვება ჟიზელი ინტერვიუს დროს
2022 წლის ოქტომბერში ჟიზელ ბუნდჰენი და ტომ ბრედი 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდნენ.